Thursday, June 30, 2011

„წერილი ბოთლში“ (www.martini.ge-ს კონკურსისთვის)

ზღვა,თოლიები. რა სილამაზეა. ტალღები თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს სიჩქარეში. რა სიამოვნებაა ქვიშაზე ჯდომა და იმის ყურება თუ როგორ ღელავს ზღვა.          ერთ მშვენიერ დღეს ასე ჩვეულებრივად ისევ ვიჯექი ზღვის ქვიშიან ნაპირზე.მაგრამ  რა არის ეს? ტალღებს ნაპირისკენ რაღაცა ნივთი მოაქვს. ! ეს ხომ  შუშის ბოთლია? მაგრამ მემგონი შიგნით რაღაცა დევს. წერილი ყოფილა! ეტყობა ეს ბოთლი დიდი  ხანია დაცურავს ზღვაში. ალბათ ის რომელიღაცა მოგზაურმა შორეულ ნაპირზე მოსაღწევად გამოაგზავნა.საინტერესოა, რა წერია ამ წერილში! ვხსნი ბოთლს და  ვკითხულობ. წერილის ავტორი ადამიანებს აცნობს შორეულ ქვეყნებს.რა ბევრი ღირსშესანიშნაობაა დედამიწაზე! რამდენი კეთილი და ავი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყნებში.აღწერილია ბუნება მატერიკებისა და კუნძულების. ეგზოტიკური მცენარეები და ცხოველები რომლებიც ბინადრობენ ყველა კონტინენტზე რამდენი მშვენიერებაა დედამიწაზე შორეულმა მოგზაურმა აღწერა ყველა თავისი შთაბეჭდილება. ის წერდა თბილ და ცივ ზღვებზე.ტკბებოდა იმ სილამაზით რაც ხვდებოდა მას გზაზე როდესაც კითხულობ ამ წერილს შენ თვითონ მოგინდება იყო ამ მოგზაურის ადგილას.იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო.დაათვალიერო სხვადასხვა ქვეყნები. და ერთ მშვენიერ დღეს, შენც გაგიჩნდება იმის სურვილი რომ მისწერო წერილი ადამიანებს  ჩადო ის  ბოთლში და გააყოლო დიდ ტალღებს.

ჩემს წერილში მე დავწერდი იმ ქვეყანაზე სადაც ვცხოვრობ.რა ლამაზია საქართველო, რამდენ საინტერესო რამეს ნახავ და გაიგებ აქ. დავწერდი მის მთიანეთზე და ბარზე.ულამაზეს შავ ზღვაზე და მის ქალაქებზე.რა კეთილი და თბილია ჩემი ხალხი.რამდენი გამოჩენილი ადამიანი დაიბადა,ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველოში. როდესაც ვინმე ჩემს წერილს წაიკითხავს ალბათ გაუჩნება სურვილი რომ ნახოს რა მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობ მე.დაისვენოს შავი ზღვის კურორტებზე. დატკბეს სუფთა ჰაერით და მშვენიერი ხედებით. გაისერნოს სხვადასხვა ქალაქებში, შეისწავლოს მისი კულტურა. მე დიდი სურვილი მექნება რომ წელს დავისვენო შავ ზღვაზე.ძალიან მიყვარს ზღვა მზე და თოლიები. თოლია ხომ ლაზურად ‘’მართინის’’ ნიშნავს და ასე ჰქვია უმშვენიერეს სასტუმროს რომელიც მდებარეობს კვარიათში.

 

Thursday, June 9, 2011

Holidays ❤

ახლოვდება არდადეგებიი )) ჩემთან ერთად ალბათ უამრავ ბავშვს უხარია .. სულ რაღაც 6დღე დარჩა. მიხარია ძალიან ! სკოლაზე რა გითხრათ მაგრამ ბავშვები უზომოდ მომენატრებიან ❤.. 
ცუდი ისაა რომ ქართულმა უამრავი დავალება მოგვცა:(( ალბათ არასდროს არ მოუცია არცერთ მასწავლებელს ამდენი დავალება არდადეგებზე.:| და თან გვითხრა 2თვე დაუთმეთ ამ დავალებებსო და 1თვე დაისვენეთო.. დღეიდან ვიწყებ დავალებების გაკეთებას თორე მერე მართლა ვერ დავისვენებ (( ჯერრ ეგ თუ დასვენება იქნება რაა !:@@ ძალიან კი გავბრაზდი მარა აზრი.. :(( მაინც მომიწევს ყველაფრის გაკეთება!..                                                               ყველას კარგ და მხიარულ არდადეგებს გისურვებთ ..    

Monday, May 16, 2011

ტკბილეული.. ♥♥

პირველ რიგში ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი :დ ამ პოსტის დაწერით იმიტომ რომ ისეთ ფოტოებს დავდებ როოო ... ესეთი სურათი 161 ცალი მაქვს და რათქმაუნდა ყველას არ დავდებ იმიტორო მეც გადავირევიიი :დ დღეს გადავწყვიტე დამეწერა პოსტი ყველანაირ ტკბილეულზე... 
მაშ ასე დავიწყოთ :)
ვერ წარმოვიდგენ ისეთ ადამიანს რომელსაც ტკბილეული არ უყვარს დამეთანხმებით? მე კიდე კიარ მიყვარს ვგიჟდები (ვინმემ არ დამცინოთ)თან ძალიან რომ მიყვარს ვცდილობ, იმდენი არ ვჭამო რომ გავსუქდე! ეხლა მინდა მოვყვე ჩემი სიზმარი: ესეიგი მესიზმრებოდა რომ სადღაც ტკბილ ქვეყანაში მოვხვდი .. ანუ გარშემო სულ შოკოლადები კანფეტები ეყარა თან როგორ მიხაროდააა ))))დავრბოდი მარტო, და უცებ გავიღვიძე და აღმოვჩნდი სახლში..:დ გავიბუტე ძალიან ის დილა გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მერე გადამავიწყდა. მაგრამ ამ პოსტის წერის დროს გამახსენდა ეს ჩემი ტკბილი სიზმარი. :) 
                                                        ახლა კი ფოტოებს შემოგთავაზებთ:






        ნუტელაა<3

   შოკოლადის ხრაშუნა ბურთები<3



ცივი ყავა.. <3

კიდევ ნუტელა<3

მმმ <3

 


რათქმაუნდა არ დავივიწყებ ჩემ  ქართულ ტკბილეულს:
ჩურჩხელა
გოზინაყი
მაგრამ,ბაბუაჩემის გაკეთებულ გოზინაყს არაფერი ჯობია! :პ



Sunday, May 15, 2011

ბუნების 10 საოცრება, რომელიც გაქრება?

ტურისტულმა პორტალმა “Budget Travel”-მა, გაქრობის პირას მისული ბუნების 10 საოცრების ნუსხა გამოაქვეყნა. მათი განადგურების თარიღად მეცნიერები 2030 წელს ასახელებენ.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

1 ბელიზის ბარიერული რიფი – მნიშვნელოვნად დაზარალდა. მრავალ ადგილას მან მარჯნების 50% დაკარგა, ისინი გაუფერულებას ამ დრომდე განაგრძობენ. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა. 








2)მკვდარი ზღვა-ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი მოცულობა მესამედით შემცირდა, ზღვის დონემ კი 24 მეტრით დაიკლო. შედეგად დაახლოებით 50 წელიწადში მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს. ამასთან, კოსმეტიკის მწარმოებლები ზღვის ფსკერის მინერალურ მარაგს ანადგურებენ. 












3)კონგოლეზის ღრმული – ეს ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე მასივია, რომლის ფლორისა და ფაუნის ორი-მესამედი 2040 წლისთვის, გაეროს დასკვნის თანახმად, განადგურდება. მისი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარემოს დამცველები ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ. ამჟამად ტყეებს ინტენსიურად ჩეხავენ, რადგან ფერმერები პირუტყვისთვის საძოვრის ნაკლებობას განიცდიან. აფრიკაში მაღაროების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს.








4) ევერგლეიდსის ეროვნული პარკი (აშშ, ფლორიდა)-ფლორიდის პარკის ტერიტორია ერთადერთი ადგილია, სადაც ფლორიდული პანტერა ბინადრობს, პარკის მოცულობა უკვე 60%-ით შემცირდა. 
















5)მადაგასკარი – თუკი ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეების გადარჩენაზე არ იზრუნებენ, 35 წელიწადში ისინი მთლიანად გაიჩეხება და დაიწვება. მადაგასკარის მკვიდრნი კი დაიღუპებიან.












6) მალდივის კუძულები -თუკი გლობალური დათბობის პროცესი გაგრძელდება, ეს კუნძულები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ, ჩაიძირება.














7) .ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები -გლობალური დათბობა განადგურებით ანტარქტიდის პინგვინების 80%-ს ემუქრება. არქტიკაში ამ ბედს თეთრი დათვებიც გაიზიარებენ. პოლარული ყინულის დადნობასთან ერთად, ეკოსისტემები იღუპებიან. 20-40 წლის შემდეგ ანტარქტიდაში ახალი ყინულის მასივები აღარ შეიქმნება.







8) ვეფხვების პოპულაცია – ვეფხვების ნახევარზე მეტი ინდოეთის ბინადარია. მსოფლიოში მათი რაოდენობა ამჟამად 3200-ია. ვეფხვები, შესაძლოა, 12 წელიწადში მთლიანად განადგურდნენ. მარტო ჩინური ტრადიციული მედიცინის საჭიროებისთვის დღე-ღამეში საშუალოდ თითო ვეფხვს კლავენ.













9) ტაჰუამანუს ჯუნგლები (პერუ) -პერუს პროვინციაში მადრე დე დიოსში წითელი ხის მარაგი მოიპოვება. წითელი ხე ტაჰუამანუს ჯუნგლებში ხარობს. უკანონო ჩეხვის გამო ხეების რაოდენობა დღითიდღე ნადგურდება. მხოლოდ აშშ წითელი ხის 80 %-ს მოიხმარს. ხისგან ავეჯს აწარმოებენ.




10) იანდზის მდინარის აუზი-მკვლევარებმა აღიარეს, რომ ამ რეგიონში არსებული ფლორა და ფაუნა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მაგრამ ტურისტების მიერ დახარჯულმა თანხებმა, შესაძლოა, ბუნება განადგურებისგან იხსნას. 






ასეთი ლამაზი ადგილები როგორ უნდა განადგურდეს... რა საშიშია..! ადგილებს არაუშავს მაგრამ ხალხი, ხალხი როგორ მეცოდება :( ზოგს ალბათ საშუალება არ აქვს იქიდან ვერ წამოვა და იდგება საფრთხის წინაშე. ეს ამბავი ტელევიზიით გავიგე ამოვიწერე ინფრომაცია და გადავწყვიტე დამეწერა პოსტი. შეიძლება ვინმემ არასწორედ გამიგოს მაგრამ მე ვამაყობ რომ საქართველოში ვცხოვრობ, იმიტომ რომ, საქართველოს არ ემუქრება ასეთი საფრთხე. (ღმერთმა დაგვიფაროს). იცით, არასდროს არ მიფიქრია იმაზე რომ აი ერთხელ იქნებ ოცნება ამიხდეს და რომელიმე კუნძულზე წავიდე თქო რაღაც არ მინდა,შიშის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი. რამდენი ადამიანი წასულა და იქიდან აღარ დაბრუნებულა, ჰოდა ამიტომაც არ მინდა:))))

სურვილები...

მინდა რომ სკოლა შაბათ-კვირას იყოს მარტო.. უი ისე ბანძობა იქნება მაგარი ჩამორჩენილები ვიქნებოდით :დ კაი ეს სურვილი არ ვიცი ჩაითვალოს თუ არა :დდ
1) მინდა ყველა ბავშვთა სახლიდან ბავშვები სახლში დაბრუნდნენ.
2) მინდა ქვეყანაზე ბოროტება აღარ იყოს.
3) მინდა რომ ქვეყნებს შორის ომი აღარ იყოს.
4) მინდა რომ ერთ დღეს უცბად ჩიტად გადავიქცე ნახევარი საათით მაინც რომ ვიფრინო! ))
5) მინდა ჩემი ოჯახის წევრები სულ გვერდით მყავდეს.
6) მინდა ჩემი ძმა კომპიუტერის გამო ნერვებს აღარ მიშლიდეს.:დ
7) მინდა სხვადასხვა ქვეყნებში ვიმოგზაურო და ბევრი ფოტო გადავიღო.. :)))
                                          მინდა ეს ოცნებები ახდეს!! 

''წვიმა''

ამდენი გადაუღებელი წვიმა მოდის ეს დღეებია.. მზე და შემდეგ წვიმა,მართალი გითხრათ მომბეზრდა ამდენი წვიიმა და წვიმა .. დალპა მიწა რაიყო :დ 
იციით როგორი წვიმა მიყვაააარს მაისის წვიმა აი რო იწვიმებს მაგრად თან თბილა მერე გადაიღებს და ცისარტყელა რო  გამოვა <3 აი ეგეთი წვიმა მიყვაარს.. 
 მინდა ცისარტყელაზე პატარა ინფორმაცია დავწერო :
ცისარტყელა — ატმოსფერული ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც ხშირად წვიმის შემდეგ ჩნდება. ეს თავისებურირკალია ან წრეხაზი, რომელიც ფერების სპექტრისგან შედგება. ცისარტყელა შედგება შვიდი ფერისგან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.

Saturday, May 14, 2011

ჩემი ''უცნაური'' სახელი.

ალბათ ყველას გიკვირთ ეს ნიკეა რა სახელიაო.. )) ადრე, ცოტა პატარა რომ ვიყავი ვბრაზდებოდი ხალხი ჩემ სახელს რომ ვერ იგებდა :D ახლა კი სულაც არ მადარდებს    არაფერი იმიტომ რომ ვიცი რო კარგი და სხვებისგან განსხვავებული სახელი მქვია. ''ნიკე'' 
ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთის სახელი. აი ნიკეს ქანდაკება ის ახლა ინახება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში >> 

რატომ შევქმენი ბლოგი

ბლოგი იმიტომ შევქმენი რომ სხვის ბლოგებზე შევდიოდი ხოლმე, მომწონდა ვკითხულობდი და აი დღეს გადავწყვიტე შემექმნა იგი... რა კარგიაა წერა.)) მიყვარს წერა და ალბათ ამიტომ მომივიდა თავში აზრად რომ გამეკეთებინა ბლოგი...

მე ანუ ნიკეა!

მე ვარ ნიკეა მილაშვილი.. 11წლის ვსწავლობ თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში. 
მიყვარს ბუნება,ფოტოგრაფია,ფილმების ყურება,ცურვა,ჩოგრბურთი.
მყავს ძმა ის 5წლისაა...
მიყვარს როლიკებზე სრიალი ძალიან! (ჩემი ჰობია)..
მიყვარს ტკბილეული: ტორტი,ნამცხვრები,ნაყინი და ა.შ. 
მინდა კარგი და საინტერესო ბლოგი გამომივიდეს და ძალიან ვცდილობ ამას!