
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
1 ბელიზის ბარიერული რიფი – მნიშვნელოვნად დაზარალდა. მრავალ ადგილას მან მარჯნების 50% დაკარგა, ისინი გაუფერულებას ამ დრომდე განაგრძობენ. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.

3)კონგოლეზის ღრმული – ეს ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე მასივია, რომლის ფლორისა და ფაუნის ორი-მესამედი 2040 წლისთვის, გაეროს დასკვნის თანახმად, განადგურდება. მისი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარემოს დამცველები ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ. ამჟამად ტყეებს ინტენსიურად ჩეხავენ, რადგან ფერმერები პირუტყვისთვის საძოვრის ნაკლებობას განიცდიან. აფრიკაში მაღაროების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს.
4) ევერგლეიდსის ეროვნული პარკი (აშშ, ფლორიდა)-ფლორიდის პარკის ტერიტორია ერთადერთი ადგილია, სადაც ფლორიდული პანტერა ბინადრობს, პარკის მოცულობა უკვე 60%-ით შემცირდა.
5)მადაგასკარი – თუკი ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეების გადარჩენაზე არ იზრუნებენ, 35 წელიწადში ისინი მთლიანად გაიჩეხება და დაიწვება. მადაგასკარის მკვიდრნი კი დაიღუპებიან.


8) ვეფხვების პოპულაცია – ვეფხვების ნახევარზე მეტი ინდოეთის ბინადარია. მსოფლიოში მათი რაოდენობა ამჟამად 3200-ია. ვეფხვები, შესაძლოა, 12 წელიწადში მთლიანად განადგურდნენ. მარტო ჩინური ტრადიციული მედიცინის საჭიროებისთვის დღე-ღამეში საშუალოდ თითო ვეფხვს კლავენ.
9) ტაჰუამანუს ჯუნგლები (პერუ) -პერუს პროვინციაში მადრე დე დიოსში წითელი ხის მარაგი მოიპოვება. წითელი ხე ტაჰუამანუს ჯუნგლებში ხარობს. უკანონო ჩეხვის გამო ხეების რაოდენობა დღითიდღე ნადგურდება. მხოლოდ აშშ წითელი ხის 80 %-ს მოიხმარს. ხისგან ავეჯს აწარმოებენ.

ასეთი ლამაზი ადგილები როგორ უნდა განადგურდეს... რა საშიშია..! ადგილებს არაუშავს მაგრამ ხალხი, ხალხი როგორ მეცოდება :( ზოგს ალბათ საშუალება არ აქვს იქიდან ვერ წამოვა და იდგება საფრთხის წინაშე. ეს ამბავი ტელევიზიით გავიგე ამოვიწერე ინფრომაცია და გადავწყვიტე დამეწერა პოსტი. შეიძლება ვინმემ არასწორედ გამიგოს მაგრამ მე ვამაყობ რომ საქართველოში ვცხოვრობ, იმიტომ რომ, საქართველოს არ ემუქრება ასეთი საფრთხე. (ღმერთმა დაგვიფაროს). იცით, არასდროს არ მიფიქრია იმაზე რომ აი ერთხელ იქნებ ოცნება ამიხდეს და რომელიმე კუნძულზე წავიდე თქო რაღაც არ მინდა,შიშის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი. რამდენი ადამიანი წასულა და იქიდან აღარ დაბრუნებულა, ჰოდა ამიტომაც არ მინდა:))))
No comments:
Post a Comment